ახალი ამბები

გიორგი გველესიანი: “მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად აქვთ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან”

“მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზანმიმართულად ჩვენი…

ნანა ჟორჟოლიანი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე: “ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს – სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ”

ნიკოლოზ მეტრეველი: „საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს“

გიორგი გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: „ქართული მუსიკა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან- წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს,  რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე  უყვარს თავისუფლება და  არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას“

პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის განცხადების შესახებ: „ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა – წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე მათი პოლიტიკა“

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის შესახებ: „ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ“

ირაკლი კობახიძე: „ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას“

პრემიერ-მინისტრი: „2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც, სწორედ, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული“

ირაკლი კობახიძე: „გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი“

პროკურატურა: „მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია“

ვატო შაქარიშვილი: „როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის“

ლევან მაჭავარიანი: „საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“