ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში. ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა “საქართველოს რკინიგზამ”, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს თანხა რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება“

„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ…

პრემიერ-მინისტრი: „აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი დოლარი. სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება“

ირაკლი კობახიძე: „ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი, მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა“

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება“

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: „ჩვენ ხმის მიცემისგან თავი შევიკავეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. მიგვაჩნია, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა და მათთან ყველა პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტა სწორი გზა არ არის“

მარიამ ქვრივიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვილი პროექტები სწრაფად და პროგნოზირებადად ხორციელდება

მარიამ ქვრივიშვილი „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტზე: თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და ჩვენს საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს