თურქული მედია: „დასავლური სადაზვერვო ორგანიზაციები ანკარასთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გარეშე თურქეთში ოპერაციების ჩატარებას ვეღარ შეძლებენ”

125

„დასავლური სადაზვერვო ორგანიზაციები ანკარასთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გარეშე თურქეთში ოპერაციების ჩატარებას ვეღარ შეძლებენ. ახალი მოთხოვნები თურქეთმა დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებს უკვე გაუგზავნა.
ზოგიერთმა დასავლურმა სადაზვერვო ორგანიზაციამ შეძლო თურქეთში საქმის კეთება, ნებართვის გარეშე ჩასვლა და გამგზავრება“.

თურქი დიპლომატი, რომლის ვინაობას ადგილობრივი მედია არ ასახელებს, აცხადებს, რომ დასავლური სადაზვერვო სამსახურების თვითმფრინავები თურქეთში ჩადიოდნენ, ჩერდებოდნენ და მიდიოდნენ, თურქეთის ხელისუფლებას კი, ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინ იმყოფებოდა ბორტზე ან რას აკეთებდნენ.

თურქული დიპლომატიური წყაროს განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლურ სპეცსამსახურებს განუცხადა, რომ მსგავსი ოპერაციები ინფორმაციის გაზიარების გარეშე ვეღარ ჩატარდება.

თურქული მედიის ცნობით, დასავლეთის რეაქცია მწვავე იყო.
ანონიმური დიპლომატიური წყარო:
„თავდაპირველად, მათ მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. დაიწყეს ჭორების გავრცელება, რომ ეს ირანის მხარდაჭერას ნიშნავდა, მაგრამ ამაო იყო, რადგან, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, თურქეთმა აჩვენა თავისი ეროვნული პოზიცია, – ითქვა, რომ რამეს თუ აპირებთ, უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია“.