“აგროჰაბის” კომერციული დირექტორი: „შევქმენით კატეგორია ტოპ-ფასი, რომელიც მოიცავს პირველადი მოხმარების პროდუქტის კატეგორიებს, როგორიც არის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი და ა.შ“

9

“ჩვენ შევქმენით კონკრეტული კატეგორია ტოპ-ფასი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტის კატეგორიებს, როგორიც არის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი და ა.შ”, – განაცხადა “აგროჰაბის” კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.

„ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება ტოპ-ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით.

ეს დახვდება მომხმარებელს მუდმივად, უბრალოდ, პროდუქტი იქნება ცვლადი. ჩვენი საშუალო ფასდაკლება ყოველთვის არის 30%-35%-მდე, თუმცა ასეთ პროდუქტებზე შესაძლებელია, რომ გაცილებით მაღალიც იყოს”, – აცხადებს „აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი ანა გახარია.

ცნობისთვის: ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა – კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია. “კარფური”, “სპარი”, “მაგნიტი”, “კალათა”, “უნივერსამი”, “გუდვილი”, “ზღაპარი”, “ნიკორა”, “ლიბრე” და “აგროჰაბი” – კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.