„ჩვენს ქსელში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათიდან კიდევ უფრო დაბალ ფასად რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცვლება ხოლმე სამ დღეში ერთხელ და განახლდება“, – განაცხადა „ლიბრეს“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გოცირიძემ.
„მომხმარებელმა რომ უფრო მარტივად მიაგნოს ჩვენს ქსელში მსგავს პროდუქტს, ისინი განთავსდება დამატებით ადგილებში, კალათებში და მათ ექნებათ განსხვავებული ფასმაჩვენებლები“, – აღნიშნა გოცირიძემ.
ცნობისთვის: ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო – მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.


