“დეილი ჯგუფის” კომერციული დირექტორი: “ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას. მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებს შევთავაზებთ მომხმარებლებს”

44

“ეს დამატებითი აქცია, ვფიქრობ, უფრო კარგ სამსახურს გაუწევს ჩვენს მომხმარებლებს და კიდევ უფრო დაბალ ფასებად შეუძლიათ შეიძინონ ეს პროდუქტები. ფასდაკლებები იწყება 20%-დან და, მაქსიმუმ, შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში”, – განაცხადა “დეილი ჯგუფის” კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ზამბახიძემ “სასურსათო კალათაზე” საუბრისას.

“ამ პროდუქტებში, ძირითადად, იგულისხმება ბურღული, რძეი, გაყინული ხორცპროდუქტები, რომლებიც შეადგენს პირველადი მოხმარების კალათას ჩვენი მომხმარებლისთვის. ამიტომ, სოციალურ პასუხისმგებლობას ვუერთდებით“, – აცხადებს მიხეილ ზამბახიძე.

ცნობისთვის: ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა. კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია. “კარფური”, “სპარი”, “მაგნიტი”, “კალათა”, “უნივერსამი”, “გუდვილი”, “ზღაპარი”, “ნიკორა”, “ლიბრე” და “აგროჰაბი” – კალათის შექმნისა და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.