დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

11

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 13-15 მაისს გაიმართება, ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

ეს არის ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი შვიდი წლის განმავლობაში, ხოლო ტრამპისთვის მეორე – 2017 წლის შემდეგ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერი სიღრმისეულად გაცვლის მოსაზრებებს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების, მსოფლიო მშვიდობისა და განვითარების საკითხებზე.