“პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ., გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის”, – განაცხადა „თბილისი მოლის“ „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ.
„მარტივად მისაგნები რომ იყოს მაღაზიაში, ეს ასორტიმენტი თაროზე გამოყოფილი გვაქვს სპეციალური წითელი მაჩვენებლით“, – აღნიშნა თამარ კობაიძემ.
ცნობისთვის: ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.


