„უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერი: “შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს, რათა მარტივად ამოიცნოს ეს პროდუქტები. აქცია იმოქმედებს მუდმივად”

13

“შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს, რათა მარტივად ამოიცნოს ეს პროდუქტები”, – განაცხადა „უნივერსამის“ შესყიდვების მენეჯერმა თამარ თავართქილაძემ „სასურსათო კალათასთან“ დაკავშირებით.

„აქცია იმოქმედებს ერთიდან ორი კვირის ვადით თვის ჭრილში, რომელიც იქნება აუცილებლად მუდმივად. გვაქვს 25%-იანი ფასდაკლებაც, 35%-იანი ფასდაკლებაც. “რეინჯი” არის 25-დან 50%-მდე ფასდაკლება“, – განაცხადა თამარ თავართქილაძემ.

ცნობისთვის: ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები მოეწყო. მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.