საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

12

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შოთა ანდრიაძესთან ერთად თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა.

“გენერალური პროკურორი და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარე პროცესს გაეცნენ და შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

თბილისის პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა მორგებული იქნება პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე და ყველა პირობა შეიქმნება ეფექტიანი და შეუფერხებელი საქმიანობისთვის. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი”, – ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.