ამერიკელი პოდკასტერის, მარიო ნაუფალის ინფორმაციით, გერმანელმა კაცმა “X-ზე” ოლაფ შოლცს „ნაბიჭვარი“ უწოდა, რადგან მისი კომპიუტერული თამაშის, Fortnite-ის განახლება 173 კბ/წმ სიჩქარით იწერებოდა და 60 საათზე მეტი დასჭირდებოდა.
გერმანიის სახელმწიფომ ამას ოფიციალური წერილობითი სისხლისსამართლებრივი ბრალდებით – ცილისწამების კანონით უპასუხა.
აღნიშნულის თაობაზე იტყობინება ასევე “Clash Report”, რომლის ცნობით, გერმანელი მოზარდის მიერ გამოქვეყნებულ “ტვიტს მხოლოდ 503 ნახვა ჰქონდა.
თინეიჯერს 37.9 გბ-იანი ფაილიდან მხოლოდ 102 მბ ჰქონდა გადმოწერილი. პოლიცია მასთან უფრო ადრე მივიდა, ვიდრე გადმოწერა დასრულდებოდა. საქმე მას შემდეგ დაიხურა, რაც გერმანელმა მოზარდმა პოსტი წაშალა.



