“ვეღარ ვსუნთქავ“ – გავრცელებული ცნობით, ეს იყო 18 წლის ჰენრი ნოვაკის უკანასკნელი სიტყვები, როდესაც ბრიტანეთის პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო იმ დროს, როცა სისხლისგან იცლებოდა”, – აღნიშნულია გამოცემა „EXPRESS-ის“ მიერ გავრცელებულ სტატიაში.
საუთჰემპტონის სასამართლოში წარდგენილი მოწმეთა ჩვენებების თანახმად, სამართალდამცავებმა სასიკვდილოდ დაჭრილ ნოვაკს ხელბორკილები დაადეს თავდამსხმელის ცრუ ბრალდების საფუძველზე, თითქოს კონფლიქტი რასისტულ ნიადაგზე მოხდა. რეალურად კი, ამ ემგირანტმა მამაკაცმა ჰენრის 20-სანტიმეტრიანი დანით 4 ჭრილობა მიაყენა.
აღნიშნულს ილონ მასკიც გამოეხმაურა. „ტესლას“ მფლობელი მზად არის, დააფინანსოს გამოძიება იმ სამართალდამცველთა წინააღმდეგ, ვინც, დამნაშავის ნაცვლად , ბორკილი დაღუპულ ახალგაზრდას დაადო.


