დანიური მედიის ცნობით, კოპენჰაგენში პროპალესტინური აქციის დარბევა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. დაკავებულია 20 დემონსტრანტი.
პოლიციამ TV2 Kosmopol და დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს (DR) განუცხადა, რომ მათ მხოლოდ ეპიზოდურად (“briefly”) გამოიყენეს ხელკეტები, როცა დემონსტრანტები შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში (საუბარია გადამზიდ გიგანტზე „Maersk”) და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს.
კოპენჰაგენის პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა პეტერ დალმა აღნიშნა: “არსებობს სიტუაციები, როცა ფიზიკური ძალის გამოყენება აუცილებელია, თუმცა, ეს ყოველთვის გარკვეული შეფასების გაკეთების შემდეგ ხდება. ჩვენ ყოველთვის მშვიდობიან გზას ვეძებთ და ვცდილობთ ორგანიზატორებთან დიალოგს”.
პოლიციელების ქმედებებთან დაკავშირებულ საჩივრებს სპეციალური სააგენტო „The Independent Police Complaints Authority (DUP)“ შეისწავლის.


