„ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა


