ირაკლი კობახიძე: „ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი. ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და, თავისთავად, ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები“

13

„სიღარიბის შემცირების მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ამხელა მაჩვენებელი, საშუალოდ, 9.3% ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის მაღალ ტემპს. ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და, თავისთავად, ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, განაპირობებს სიღარიბის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.