მარიამ ქვრივიშვილი: “საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია”

20

„სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო. მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, “Tether-ის” საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, fintech ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში ისეთი კომპანიების საქმიანობას, როგორიც Tether-ია, რომელიც აქტიურად აბანდებს კაპიტალს ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში – კერძოდ, ადგილობრივ სტარტაპებსა და სასწავლო პლატფორმებში. კომპანია თბილისს თავის მთავარ რეგიონულ საოპერაციო ბაზად იყენებს და საინვესტიციო რესურსს სტარტაპების დასაფინანსებლად მიმართავს.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს: სტაბილური ეკონომიკური გარემო, მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ინოვაციებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა და ამბიცია, გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გლობალური კომპანიების საქართველოში ყოფნა ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, ადგილობრივი ტალანტების საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ინოვაციურ ეკონომიკაში.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის წევრი ვაკო თურნავა. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა “Tether-ის”აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო. საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს სპეციალური ვიზიტით ეწვია “Tether-ის” დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი.