“26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
„26 მაისი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დღეა და უმნიშვნელოვანესია თითოეული ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში ვაორგანიზებთ.
საზეიმო აქტივობებში მონაწილეობს ადგილობრივი ბიზნესი. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია. გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე აქტიური ტურისტული სეზონია და, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებსაც ვუმასპინძლებთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


