მსოფლიო

„Bloomberg-ი“: „მელონის მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც მმართველ კოალიციას მომავალ არჩევნებში სტაბილური უმრავლესობის მიღებას გაუადვილებს”

FILE PHOTO: Italian Prime Minister Giorgia Meloni speaks during a news conference to present her government's first budget in Rome, Italy, November 22, 2022. REUTERS/Remo Casilli/File Photo

„მელონის მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც მმართველ კოალიციას მომავალ არჩევნებში სტაბილური უმრავლესობის მიღებას გაუადვილებს“, – წერს „Bloomberg-ი“.

პროექტის მიხედვით, თუ გამარჯვებული კოალიცია არჩევნებში ხმების 42%-ზე მეტს მიიღებს, პარლამენტში დამატებით მანდატებსაც მიიღებს , რათა მყარი უმრავლესობა ჩამოაყალიბოს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ პარტიებმა და კოალიციებმა საარჩევნო სიების წარდგენის დროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც ოფიციალურად დაასახელონ , რაც მთავრობის მეთაურის პოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ახლა კანონპროექტი პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.