ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა.
ინფორმაცია “POSTV-ის“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცემდა ინფორმაციას.
სუს-ის ცნობით, დაკავებულს შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.


