NATO-ს გენმდივნის მოადგილე: „უკრაინა ამჟამად თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა“

28

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთში ეგონათ, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მალე დასრულდებოდა, თუმცა, უკრაინელების სიმამაცის გამო, იგი მათი განზრახვების გეგმის მიხედვით არ წარიმართა.

„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში NATO-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე.

დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, – განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.