ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ, „ევრონიუსთან“ ინტერვიუს დროს, წამყვანის კითხვაზე – ვინ უნდა გახდეს ევროკავშირის შემდეგი წევრი, აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაზე გაცილებით დიდი ხანია, ელოდებიან.
„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრე დასავლეთ ბალკანეთიდან და ისინი უკვე დაიღალნენ იმით, რომ ფაქტობრივად, 20 წელია, „მოსაცდელ ოთახში“ არიან. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იყოს და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ სჭირდებათ ევროპა“, – განაცხადა ვერა იუროვამ.


