“რა არ დამაძინებდა ღამით, ახლა რომ კომისარი ვიყო? ზოგადად ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა”, – განაცხადა ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ “ევრონიუსთან” საუბრისას.
„დღესაც სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩემს გუნდთან ერთად ვიწყებ ახალ პროექტს – „დემოკრატია 27“, რომელიც მოქალაქეთა ინიციატივაა და შეავსებს იმას, რასაც უკვე აკეთებს ევროკომისია“, – აღნიშნა იუროვამ.
კითხვაზე – იქნება ეს ჩინეთი, რუსეთი თუ დონალდ ტრამპი, ყოფილმა კომისარმა აღნიშნა: „საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში, გულწრფელად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად, სწორედ, ამერიკის შეერთებული შტატები მაშინებს“.


