პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ უკრაინა, მენტალობიდან გამომდინარე, რომელიც „უკრაინის მეამბოხე არმიიდან“ ბანდიტებისა და მკვლელების განდიდებას გულისხმობს, არ არის მზად, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. იმიტომ, რომ ევროპულ ოჯახში პოლონელი ქალებისა და ბავშვების მკვლელი ბანდიტების განდიდება არ შეიძლება“, – განაცხადა ნავროცკიმ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ნავროცკი ზელენსკისთვის 2023 წელს გადაცემული პოლონეთის უმაღლესი ჯილდოს, თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის იდეით გამოვიდა.


