„ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარი არტერიაა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას“ – გიორგი სოსიაშვილი

43

„ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარი არტერიაა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და, ფაქტობრივად, ერთგვარ არტერიას წარმოადგენს. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს. ვფიქრობ, ამ სარკინიგზო ხაზის ამოქმედებით ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრება, ხოლო მის ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობას ახალი ბიძგი მიეცემა. საუბარია ყოველწლიურად მილიონობით ტონა ტვირთის გადაზიდვაზე, რაც, ჩემი აზრით, დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ბიუჯეტზე, ისე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და ქვეყნის განვითარებაზე.

ეს პროექტი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია, ისევე როგორც თავად საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. ამ კავშირის გაძლიერებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აღნიშნული სარკინიგზო ხაზიც“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.