ლაშა ბუღაძე „ფორმულას“ განცხადებაზე: სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო?!

90

მწერალი ლაშა ბუღაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ ტელევიზიის მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება.

ლაშა ბუღაძე:
“სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან… არჩევნებია წინო“.