გლენ დისენი: “საქართველო მიხვდა, რომ უსაფრთხოება მოდის იქიდან, როდესაც ამცირებ საფრთხეებს შენი ოპონენტებისგან და ევროპელებმა, შესაძლოა, ისწავლონ ქართველებისგან, ვინაიდან აგრძელებენ ესკალაციას და პირდაპირი ომისკენ მიდიან რუსეთთან. არავის უნდა, უკან დაიხიოს, შეეგუოს რეალობას”

35

“საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს. ახლა ხედავთ, რა ხდება უკრაინაში. საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა”, – განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„[ევროპა]არის გაჭედილი კონცეფციაში ჰეგემონიური მშვიდობის, ცივი ომის შემდეგ. აქ ვარაუდია, რომ უსაფრთხოება იქიდან მოდის, თუ ხარ დომინანტი ძალა. ახლა ხდება ბალანსის შეცვლა, ძალაუფლების რამდენიმე ძალის რამდენიმე ცენტრი ჩნდება და ევროპელებს არ სურთ ამ ახალი მსოფლიოსადმი შეგუება. მათ უნდათ, გააგრძელონ ისევ და ისევ დომინანტური პოზიცია. ეს განსხვავებაა, რასაც ვითხოვთ მულტიპოლარული სამყაროსგან. უნდა შეწყდეს ეს შეჯიბრი ერთმანეთთან.

პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყო ვარაუდი, როდესაც NATO-მ დაიწყო გაფართოება აღმოსავლეთისკენ, რომ ფრონტის წინა ხაზი, ქვეყნები – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა დესტაბილიზაციას განიცდიდნენ და ერთი ფრონტით გამოვიდოდნენ რუსეთის წინააღმდეგ.

საქართველომ ყველაფერი სწორად გაიგო. საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო 2008 წელს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ გაეძლიერებინა ანტირუსული დამოკიდებულება (და ახლა ხედავთ, რა ხდება უკრაინაში), საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა. მიხვდა, რომ უსაფრთხოება მოდის იქიდან, როდესაც ამცირებ საფრთხეებს შენი ოპონენტებისგან და ევროპელებმა, შესაძლოა, ისწავლონ ქართველებისგან, ვინაიდან აგრძელებენ ესკალაციას და პირდაპირი ომისკენ მიდიან რუსეთთან. არავის უნდა, უკან დაიხიოს, შეეგუოს რეალობას“, – აღნიშნა მან.