თამარ იოსელიანი: “საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა არის ძალიან განსაკუთრებული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მისცემს ბიძგს იმას, რომ კიდევ უფრო ხელი შეუწყოს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას”

10

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა არის ძალიან განსაკუთრებული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, ეს მისცემს ბიძგს იმას, რომ კიდევ უფრო ხელი შეუწყოს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

„ნამდვილად, აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა არის ძალიან განსაკუთრებული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ეს მისცემს ბიძგს იმას, რომ კიდევ უფრო ხელი შეუწყოს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2023 წლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ როგორც ხალხთაშორისი კავშირები გაღრმავდეს ჩინეთთან, ასევე ეკონომიკური კავშირები. ნამდვილად, ამას დიდი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. გამოსაყოფია ვაჭრობის სექტორი და ამ სექტორში არსებული დინამიკა“, – აღნიშნა მან.