დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თანამდებობა დატოვა.
ჰილიმ სოციალურ ქსელ “X-ში” გადადგომის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. წერილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის სახელზეა დაწერილი.
წერილში ჰილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მან მზარდ საფრთხეებთან გასამკლავებლად საკმარისი დაფინანსება ვერ გამოყო.
ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ მთავრობის ანალიზმა დაასკვნა, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს, თუმცა სახელმწიფო ხაზინამ საკმარისი რესურსების გამოყოფა ვერ მოახერხა.


