რომის პაპმა ლეო XIV-მ დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.
„მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია. მადლობა ღმერთს, რომ, სულ მცირე, ეს მემორანდუმი მაინც არსებობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პარასკევს ოფიციალურად მოაწერენ ხელს. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და არა ომის განახლებით.
„იმედი მაქვს, ეს მართლაც გახდება ომის დასრულების გზა. ომი ნამდვილად დასრულდება და ჩვენ წინსვლას შევძლებთ. ყველას სასიკეთოდ არის აუცილებელი ბირთვული იარაღის აღმოფხვრა, ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რომლებიც კონფლიქტის შედეგად, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, წარმოიშვა“, – აღნიშნა პაპმა.
პაპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საერთაშორისო დავების გადაწყვეტა, სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით უნდა ხდებოდეს.


