“თბილისსა და ქუთაისში გვექნება თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
„მანამდე იყო ძალიან ხისტის სისტემა – თითო სტუდენტზე 2 250 ლარი და ახლა უკვე გვაქვს ახალი დაფინანსების სისტემა, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის შესაბამის საჭიროებებს.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაწყებულია მუშაობა, მათ შორის, მიწების უზრუნველყოფის პროცესი და სათანადო ვადებში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
საბოლოო ჯამში, ჩვენ თბილისსა და ასევე ქუთაისში გვექნება თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურა.
საქართველოში ქართველ სტუდენტებს შეეძლებათ იმავე გარემოში განათლების მიღება, როგორი განათლებაც არის უზრუნველყოფილი მთელ რიგ სხვა ქვეყნებში.
ასევე, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და უმაღლესი განათლებაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში გახდა უფასო ყველა სტუდენტისთვის”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


