საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას პოსტს ეხმაურება, რომელმაც დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა?!“ და მას ჭორიკანას უწოდებს.
„კაცი რომ ჭორიკნობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! სულ ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას. იმედია, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, დავძლევ პრობლემას. ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავალში“, – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.


