“შარშან საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა გაიარა 1 421-მა კურსდამთავრებულმა, აქედან სტაჟირების ხელშეკრულება გაუგრძელდა 492 სტაჟიორს, ხოლო სისტემაში დასაქმდა 199 პირი, რაც არის 14-პროცენტიანი მაჩვენებელი. ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ პროგრამას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახალგაზრდობისთვის: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შექმნა არის დაგეგმილი და ამისთვის შესაბამისი შენობის მშენებლობა; შაორის ბანაკის სრული რეაბილიტაცია, დმანისის არაფორმალური განათლების ცენტრის განახლება, ცხვარიჭამიაში ახალი საბანაკე სივრცის განვითარება. ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა „სტუდ-ფესტი 2026“, ამაში იყო ჩართული 20 000-ზე მეტი სტუდენტი და 43 უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამების არსებითად გაფართოება და ამაზე, განათლების მინისტრთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.


