ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი გახარიას პარტიის წევრის – ბერდია სიჭინავას მიერ თენგიზ შარმანაშვილის შესახებ “ფეისბუკში” დაწერილ დამცინავ პოსტს გამოეხმაურა.
“ძალიან კარგად იცი, ჩვენზე ასაკით ბევრად უფროსი ადამიანი რთულ დაავადებას ებრძვის, თუმცა, ეტყობა, შენ იმდენად უსამშობლო ხარ, რომ კაცურ სუფრაზეც არავინ გეპატიჟება, თორემ სხვა შემთხვევაში ისიც გეცოდინებოდა, რომ ქართველი კაცისთვის “პახმელიაზე” ყოფნა სირცხვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ სხვისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირება კი ნამდვილად არის.
კოლექტიურო რეიტინგისგან სრულიად დაცლილო გახარიებო, სანამ სხვისი დაცინვით ცდილობთ ყურადღების მიქცევას, იქნებ, ჯერ საკუთარ პოლიტიკურ ბანაკს მიხედოთ და თქვენს ლიდერს, გიორგი გახარიას მიხედოთ. საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, სად არის და რას აკეთებს. პოლიტიკაში აზრთა დაპირისპირება ნორმალურია. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ელემენტარული ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს“, – წერს მეტრეველი.
ცნობისთვის: ბერდია სიჭინავამ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილის შესახებ დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა?!“


