“სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლა – ეს იქნება მომავალშიც საქართველოს მთავრობის საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტები და კიდევ ერთხელ შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი მცდელობის მიმართ, ვინმე დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
„კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავდოთ პირობა თქვენს წინაშე, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს საქართველოს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


