ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას მიერ დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით დაწერილ დამცინავ პოსტს ეხმაურება.
“ბატონ თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშევრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ისეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს. თუმცა, რა არის გასაკვირი – მოღალატის კაცის კაცის კაცი რანაირად შეიძლება, სხვანაირი იყოს… გახარიას სულს იძახებთ ხოლმე ბიჭები პარტიაში თუ როგორ ეკონტაქტებით, მსგავსი კაცობები რომ გასწავლოთ? თუ ოჯახში გასწავლეს ასე ქცევა?” – წერს ლიზა გეგეჭკორი.
ცნობისთვის: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თენგიზ შარმანაშვილის გამოსვლის შემდეგ სიჭინავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა?!“


