„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი აღარ არის საჭირო, ისინი პოლიტიკურად უკვე დამთავრებულები არიან“ – ედიშერ გვენეტაძე „ნაცმოძრაობაზე“

23

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი აღარ არის საჭირო, ისინი პოლიტიკურად უკვე დამთავრებულები არიან“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„მაგათზე მეტად უტვინოები ისინი მგონია, ვინც მათ აფინანსებს. იმ პარტიას როგორ უნდა დაუდგე გვერდით ან როგორ უნდა დააფინანსო, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს ირჩევს თავმჯდომარედ?! საინტერესოა, პარტიის განმარტება მაინც თუ იციან — საერთოდ რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია და რა მოვალეობა აქვს მას საზოგადოების წინაშე? ამ ნაბიჯის იქით უკვე აღარაფერი არსებობს, ეს ყველაფრის დასასრულია.

ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი აღარ არის საჭირო მათი აკრძალვისთვის, რადგან ეს ადამიანები პოლიტიკურად უკვე აბსოლუტურად ყველაფრით დამთავრებულები არიან“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.