ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქეთევან შოშიაშვილის სტატუსთან დაკავშირებით: “თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია არასოდეს არავისთან არ აკეთებს კომენტარს, თანამარომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ”

64

“თანამშრომლის პირად მოსაზრებებზე ორგანიზაცია არასოდეს არავისთან არ აკეთებს კომენტარს, თანამარომლის აზრის გამოხატვას ჩვენ არ ვაკონტროლებთ” .

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსმა მკვლევარმა და „სირცხვილიას“ აქტივისტმა, ქეთი შოშიაშვილმა სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთა გააკრიტიკა.
შოშიაშვილი: “ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ”.

მოგვიანებით, შოშიაშვილმა სტატუსი წაშალა.