საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება

23

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

“ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ასტანაში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდება საქართველოსა და ყაზახეთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რაც ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა და ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.