საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე გენერალური ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
სხდომებზე განიხილეს PABSEC-ის მიმდინარე საქმიანობასთან, სამომავლო გეგმებსა და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, წევრებმა იმსჯელეს PABSEC-ის 67-ე პლენარული სესიის დღის წესრიგის პროექტზე, დაამტკიცეს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტები და გაეცნენ ასამბლეის საქმიანობის ანგარიშს. პლენარული სხდომა 30 ივნისს გაიმართება.
PABSEC-ის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები ტარდება საქართველოს მიერ PABSEC-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში.


