„ეს პროცესი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში. წლების მანძილზე, პირველ რიგში უცხოური დაფინანსებით, თავს გვახვევდნენ სიძულვილს, აგრესიას და ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ეს არის ქართული კულტურისთვის მიუღებელი მოვლენა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხით, ამ სამმართველოს და მის მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მის საქმიანობას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


