ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მედიის წარმომადგენლებთან შეაფასა.
„პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის შუა დერეფნის განვითარება. ამ მიმართულებით, ყაზახეთს აქვს საქართველოსთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი. ბუნებრივია, ჩვენც გვაქვს დიდი ინტერესი, ყაზახეთთან განვავითაროთ თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
ჩვენ გვქონდა საუბარი იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, რათა უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნეს კავშირები, ხალხთა შორის კავშირები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და, ზოგადად, სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რაც სასიკეთო იქნება როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთლიანად, რეგიონისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


