ჯაბა ხუბუა: “რა საოცრად დაემთხვა პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული… ნაკრები ისევე უსახურად გავარდა, როგორი უსახურიც იყო გერმანიის ელჩის საქმიანობა”

28

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ეხმაურება.

“რა საოცრად დაემთხვა დროში ერთმანეთს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული… თანაც, გერმანიის ნაკრები მუნდიალის 1/16 ფინალიდან ისევე უგერგილოდ და უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. და კიდევ: რიცხვი 41 რამდენადაც ნავსიანი და უსიამოვნო იყო გერმანიის ელჩ ფიშერისთვის, ისეთივე აღმოჩნდა გერმანიის ნაკრებისთვისაც, რადგან მისი დამმარცხებელი პარგვაის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს”, – წერს ჯაბა ხუბუა “X-ში”.