ცოტნე ანანიძე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საწევროს გადახდა მოუწევთ: “ნამდვილი “ნაცობა” ფასიანი გახდა”

27

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე რეფორმებს ეხმაურება.

რეფორმების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა: „არ შეიძლება, პარტიის ფინანსები დამოკიდებული იყოს ერთ კონკრეტულ შემომწირველზე, რადგან ეს მაინც აჩენს დამატებით ვალდებულებას. შესაბამისად, პარტიის მთავარი მიზანია, ეს ნაწილი გახადოს გამჭვირვალე. შემოდის საწევროების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ არის, პარტიასთან თავის პარტიულ ბმას, მათ შორის, ამოწმებს საწევროების შემოტანით”.

„ნამდვილი “ნაცობა” ფასიანი გახდა“, – წერს ანანიძე.