ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მოქალაქე ლაშა ტრაპაიძეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწერა: “როგორ არავინ არ ეწინააღმდეგებით ეგრე რამ შეგაშინათ? ტყუილიც რომ თქვას მაინც გაავსებთ ქათინაურებით. აი ეგ ქათინაური და ღლაბუცია საქართველოს დამღუპველი. პირიქით შეუსწორეთ, არ დაეთანხმოთ, საღი აზრი გამოატანინეთ ახალგაზრდას, მაგასაც ნუ დაღუპავთ”.
“ლაშა, მოგესალმები. პირველ რიგში მინდა გთხოვო, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია. საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არ აღიარება, ხარვეზის ვერ დანახვა და შეცდომის არ შესწორება, მაგრამ სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ რომ უპრობლემოდ შეგიძლია აქ კომენტარის დაწერა. ამიტომ მე პირადად მაინტერესებს შენგან კონკრეტულად რაში არ მეთანხმები, რომელი პოზიციაა მიუღებელი შენთვის და ასევე კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ. ვიკამათოთ, დისკუსიაში შევიდეთ ერთმანეთთან, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ ადამიანებს მათი პოზიციის გამო“, – წერს ცოტნე ივანიშვილი.


