2 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, თბილისის რამდენიმე საგამოცდო ცენტრის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური მარშრუტები იმუშავებს.
სპეციალური მარშრუტები მოემსახურება №39, №103, №147, №160, №175, №177, №181 და №191 საჯარო სკოლებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებს.
ავტობუსები მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სამგორის“ ზედა გასასვლელებთან არსებული გაჩერებებიდან იმოძრავებენ.
სპეციალური მარშრუტები გამოცდებსა და კონკურსებში მონაწილე პირებს ყოველდღიურად, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.


