პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობა შეაფასა
„პეტერ ფიშერი იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, დიპლომატიური საქმიანობის გარდა – მხარს უჭერდა ძალადობრივი პროტესტის მონაწილეებს, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და აზიანებდა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს. კარგია, რომ ეს ეპოქა დასრულდა. იმედი მაქვს, ახალი ელჩი, როგორც მინიმუმ, შეასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


