პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა სააკაშვილის რეფორმის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის საწევროს გადახდის დაწესების შესახებ.
„პარტიის თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება პარტიის წევრების მიერ და ახლა მათ უთხრეს, – თუ გინდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთო. ეს ნიშნავს ზუსტად იმ მიდგომას, რაც ზოგადად ჰქონდა სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც
და შემდეგაც, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში.
ეს არის ნათელი დასტური იმისა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა“ როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


