ირაკლი კობახიძე: „განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება სოციალურ დაცვაზე და აქტიურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ პენსიები ყოველწლიურად გაიზარდოს“

83

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება სოციალურ დაცვაზეც. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სერიოზულად გაიზარდა სოციალური დაცვის ბიუჯეტი. მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება ბიუჯეტის ზრდა, სოციალური პაკეტის ინდექსაცია. გაგრძელდება განსაკუთრებული ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.

კობახიძის თქმით, ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს სახელმწიფოსგან და ეს პროგრამა გაგრძელდება.

„აქტიურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ პენსიები ყოველწლიურად გაიზარდოს და ამასთან დაკავშირებით ოთწლიან პროგრამაში ჩვენი ხედვები იქნება ასახული და წარმოდგენილი; პენსიის ინდექსაცია არის გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, ამ მიდგომით გავაგრძელებთ მუშაობას. ასევე, შეუფერხებლად გაგრძელდება დევნილი და ეკომიგრანტი პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა“, – აღნიშნა კობახიძემ.