თეა წულუკიანი – თაზო დათუნაშვილს: „თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ, კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!“

25

„ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ, კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრის მიერ „TV პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ლელოს“ წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებს.

„შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს “ლელოელები” სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!“ – წერს წულუკიანი.