„თუ მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი – ლეგიტიმური პრეზიდენტია, მაშინ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის „გასაღების გადმობარების“ მცდელობა არათუ ლოგიკური და სამართლებრივად სწორი, არამედ აუცილებელიც იყო“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა ობოლაძე სოციალურ ქსელში.
„ჩერგოლეიშვილის „არალეგიტიმურობის“ პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა“, – წერს ნიკა ობოლაძე.


